ეკა გიგაური – „მეგობარ აქტში“, მოცემულია ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება

„მეგობარ აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი , თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, „მეგობარ აქტში“, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა „რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას“.
„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა იმიტომ, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის, ქართველი ხალხის ბრძოლას ს წინააღმდეგ, ჩინეთის და ირანის გავლენების წინააღმდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს. „მეგობარ აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფრის, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ერთის მხრივ, ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ აქ არის კონკრეტული მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით მხარდაჭერა თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე განათლების ნაწილში, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში, მაგრამ ამავდროულად, აქ საუბარია იმაზე, რომ იმ პირების პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და მოქმედებენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან