კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ გაყალბებულიყო არჩევნები – ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ელჩთან საუბრისას მესამე სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას.
„ჩვენ ვსაუბრობდით 26 ოქტომბრის არჩევნებზე. პრინციპში რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე არის ის, რომ კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ არჩევნები გაყალბებულიყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც…”, – განაცხადა გიგაურმა.