ეკა გიგაური – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს – მნიშვნელოვანია, ვისაც შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაკავებულებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს – მნიშვნელოვანია, ვისაც­ შეუძლია გვერდში დაუდგეს დაკავებულებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განუცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ოდენობით ჯარიმები იქნება გამოწერილი დაკავებულების მიმართ.
“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს. იცით, რომ ძალიან დიდი ოდენობით ჯარიმები იქნება გამოწერილი მათ მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ვისაც შეუძლია, გვერდში დაუდგეთ დაკავებულებს და პროცესს, მათი საქმიანობის ფარგლებში გამოხატონ სოლიდარობა”, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.