ეკა გიგაურის ინფორმაციით, აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, აქციაზე -ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს.
ეკა გიგაურის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას აქვს ფიზიკური დაზიანებები.
„მე ველოდები მისგან ზარს, თუ სად წაიყვანს პოლიცია, რომ გავუგზავნოთ ჩვენი ადვოკატები. ვესაუბრე, აქვს ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამბობდა, რომ წინააღმდეგობას არ უწევდა და მაინც სცემდნენ. უკიდურესად სცემეს. ჩემთან ერთად იყო და აფრიალებდა საქართველოს დროშას. როგორც ჩანს, როდესაც გაზი გაუშვეს, მაგ მომენტში იქნა დაკავებული“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის მოსაზრებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ პროტესტს გატეხს, თუმცა ასე არ იქნება და ხალხი არასდროს არ შეურიგდება, რომ „შეიყვანონ რუსეთში“.
„მე მგონია, რომ ძალიან ცალსახაა, მათ ყველაფრის ფასად აქვთ გადაწყვეტილი, რომ რუსეთში შეიყვანონ საქართველო. მათ იციან, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ექნება წინააღმდეგობა, მაგრამ თავისას ცდილობენ. შეხედეთ რამდენი ხალხია, ეს ხალხი ნამდვილად არ შეურიგდება არასოდეს, რომ შეიყვანონ რუსეთში. რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, რამდენი ცრემლსადენი გაზიც არ უნდა გაუშვან, ეს ხალხი ამას არ შეეგუება. ფიქრობენ, რომ გაგვტეხენ, მაგრამ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი