“ქართული ოცნება” კონსტიტუციას ჭუჭრუტანიდან კითხულობს – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” და ცესკოს განცხადებას იურისტი, ეკა ბესლია.
მისი თქმით, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნის შესახებ, 2 დიდი ოპოზიციური კოალიციის მიერ გაკეთებულ მიმართვას მნიშვნელობა აქვს.
“ამ ეტაპზე, ცესკოსთვის მიმართვას აქვს მნიშვნელობა, იმიტიმ რომ როცა პირი, ვისაც საქართველოს პარლამენტის მანდატი აქვს, გეუბნება, რომ მე არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და იქ ყოფნას, არ უნდა სცნოს ასეთი პირების უფლებამოსილება (ცესკომ). რამდენი პირიც იქნება ასეთი, იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობაზე უარი უნდა თქვას, ეს არის ფართო განმარტება კანონის და არა ისე ვიწრო ჭუჭრუტანიდან, როგორც თავად კითხულობენ ამ ჩანაწერს”- აცხადებს პოლიტიკოსები.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია. იგივეს ამტკიცებს ოპოზიციის ნაწილი.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.