ეკა ბესელია სასამართლოს – მე არა ვარ ის, ვინც წესები არ იცის – თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით

მე არა ვარ ის, ვინც აქ წესები არ იცის – თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით! – ეს მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა მ დააყენა. ბესელიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს სიტყვა მეორედ მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც ამ უკანასკნელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია, თუ რატომ არ იწვევს სტიგმატიზებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.
როგორც ბესელიამ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის სამინისტრო კანონის აღმსრულებელი უწყებაა, მინისტრის მოადგილეს სწორედ აღსრულების საკითხებზე უნდა ესაუბრა და ის სასამართლოში იმისთვის არ იყო მიწვეული, განემარტა, რა იგულისხმა კანონის ავტორმა კანონის სათაურში. ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურის დარღვევას. “გავიგე, რომ ის იმისთვის მოვიდა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს (პარლამენტს) მოეხმაროს. მაშინ ამას დავარქვათ სახელი და თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით! სტიგმატიზების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მისი განსამარტია?! ამ განმარტებას მოპასუხე მხარე უნდა აკეთებდეს. ძალიან კარგად ვიცი, ვინ რას განმარტავს და როგორმე ვარკვევთ, რომელ უწყებას რა კომპეტენცია გააჩნია. ერთმანეთს მართლა პატივი ვცეთ – არა მგონია, მაგდენი არ ვიცოდეთ, ვინ ვისთვის და რა ფორმატში სასაუბროდ მოდის აქ! თუ გინდათ ამას მდუმარედ ვუყურო, ამის იმედი ნუ გენებათ!” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიას პასუხად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა მ განმარტა, საჯარო უწყების წარმომადგენელს შეეძლო სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარედგინა და ეთქვა, იზიარებს თუ არა სარჩელს. “ახლა ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა პროცესებზე არ ხდება”, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ