ეკა ბესელია – როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებული ჯგუფების კონფლიქტი პიკს აღწევს და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ღიად უნდა გამოჩნდეს – მოლოდინი მაქვს, რომ უნდა შეცვალოს კონფიგურაცია

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირებული ჯგუფების კონფლიქტი პიკს აღწევს და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკვე ღიად უნდა გამოჩნდეს , – ამის შესახებ პარტია პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მ განაცხადა.
ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ს პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების მოტივაციაზე ისაუბრა.
„ჩემთვის გასაგებია რატომ შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ დროს მიეღო გადაწყვეტილება, ვგულისხმობ, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა არჩევნებამდე ბევრად ადრე, ს წინა პერიოდში, რამდენიმე თვით ადრე. მოკლე დროში ის გაცილებით უფრო მეტ ეფექტს და გავლენას მოახდენდა ალბათ, საარჩევნო შედეგებზე და გარემოზეც. მისი ასეთი გადაწყვეტილება ახალი წლის წინა დღეებში რომ მოხდა, თან იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო, (რაღაც ძალიან კონსპირაციულად, გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი) ნიშნავს იმას, რომ მას გაცილებით უფრო მძაფრად, მწვავედ და უფრო რთულად აქვს დანახული პარტიის შიდა ვითარება – ვისაც საკუთარ თანაგუნდელებად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში პარტიის იმ წრეს, რომელთანაც ალბათ, ბევრი არა მაგრამ, რაღაც კომუნიკაცია ჰქონდა.
როდესაც მეორედ დაბრუნდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე სხვები გაიგებდნენ, ამის თაობაზე მე პირადად, ცალკე მესაუბრა. დავინახე, რომ მისი აღქმა მაშინაც შიდა პროცესების მიმართ იყო გაცილებით უფრო მძაფრი, გადაჭარბებულიც კი მომეჩვენა, მაგრამ მას სხვა ტიპის ინფორმაციებთან წვდომა აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენს. პრობლემებს ის ხედავდა უფრო რთულად, ვიდრე მე ან სხვა ხედავდა, მით უმეტეს, გარედან საერთოდ არ ჩანდა, ვგულისხმობ, 2018 წელს“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ვარაუდობს, რომ დაბრუნების შესახებ ივანიშვილის გადაწყვეტილება ამჯერადაც სწორედ გუნდში არსებულ კრიზისს უკავშირდება.
„ამიტომ ვავლებ პარალელს ახლა და ვამბობ: ახალი წლის წინ, [არჩევნებამდე] 10-11 თვით ადრე რატომ შეიძლებოდა მიეღო ეს გადაწყვეტილება? – იმიტომ, რომ მას ჩემზე, თქვენზე და სხვებზე მეტი ინფორმაცია აქვს, რადგან ყველაფერს უსმენენ და ყველა ინფორმაცია მისდის. როგორც ჩანს, შიგნით ძალიან ღრმა, სისტემური კორუფციული და არა მხოლოდ კორუფციული, შეიძლება დაპირისპირებული ჯგუფების კონფლიქტი აღწევს რაღაც პიკს, სადაც მან ჩათვალა, რომ ის უკვე ღიად უნდა გამოჩნდეს. იცით რატომ? – იქ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანია, ალბათ დაახლოებით 80% ვინც ივანიშვილს არ იცნობს, ფიზიკურად არ უნახავს და არც ბიძინა ივანიშვილი იცნობს მათ. როცა ძალაუფლება გაქვს ასე ჭარბად და მაკონტროლებელი სისტემა არ მუშაობს, სახიფათო არიან ასეთი ადამიანები, შინაგანი სინდისის ხმა თუ არ გაწუხებს, ცდუნებაა ძალაუფლება“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენები „დისტანციური მართვის“ კუთხით, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი.
„როგორც ჩანს ივანიშვილის გავლენები, არც ისე საკმარისი იყო დისტანციური მართვის კუთხით. მან დაინახა, როგორც ჩანს ეს პრობლემა, რადგან ის სხვაგვარად მართავს გარედან, 2-3 ადამიანის საშუალებით. ეს თქვა კიდეც თავის გამოსვლაში, „არ არის საკმარისი 2-3 ადამიანს ველაპარაკო“. ალბათ, პარლამენტში , პარლამენტს გარეთ, სავარაუდოდ, პრემიერი, ძალოვანებში, ალბათ, ეყოლება მას თავისი საკონტაქტო პირი. აი, ეს იქნება ის წრე. ის ადრეც არ ეკონტაქტებოდა ბევრ ადამიანს, ჩემი იქ ყოფნის დროსაც“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ივანიშვილის დაბრუნებას ცვლილებები მოჰყვება.
„რადგან ის გამოჩნდა ახლა და თქვა, რომ ბრუნდება პარტიაში და პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას ცვლილებები მოჰყვება. ბევრად უკეთესი და უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა მასზე, ვიდრე მან ეს გააკეთა, როდესაც ისევ კობახიძის და ამ ჯგუფის გვერდით გამოჩნდა. და თუ ის მოინდომებს, რომ საარჩევნო ეტაპზე ამ ადამიანებთან ერთად გამოჩნდეს, ვფიქრობ, რომ ან უფრო მეტი ადამიანური რესურსი აღარ დარჩა და ინაწილებს პასუხისმგებლობას, რაც ამათ ამ პერიოდში ჩაიდინეს და აკეთეს, ეს იქნება სრული კრახი. მე უფრო მოლოდინი მაქვს, რომ უნდა შეცვალოს ეს კონფიგურაცია და ის ხალხი უნდა შეცვალოს, რომელიც მისთვის არის კომპრომატი და მას ეს ჯგუფი არაფერში არ სჭირდება“, – აღნიშნა ბესელიამ.