ეკა ბესელია – მგონია, რომ არჩევნების წინ გამოაცხადებენ და შეაჩერებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედებას და ამას დაუკავშირებენ ხელისუფლების კეთილ ნებას

როგორც ჩანს, რუსული კანონის ნაცვლად გადაწყვიტეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო აამოქმედონ და იგივე ფუნქცია შესძინონ რაც უნდა გაეკეთებინა „აგენტების შესახებ კანონს“, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას ანტიკორუფციულ ბიუროსადმი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ განაპირობა.
„ევროკავშირის დირექტივებიდან ერთ-ერთი იყო, რომ ანტიკორუფციული დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა და რა თქმა უნდა, არ ჩაითვალა, რომ შესრულდა ეს დირექტივა იმიტომ, რომ დაქვემდებარებული პირი აირჩიეს და საერთოდ, მე მახსოვს, რომ ჩემი პარლამენტში ყოფნის დროსაც მცდელობა იყო მისი(რაჟდენ კუპრაშვილის) იუსტიციის საბჭოში განმწესების, მაშინ არ დავუჭირე მხარე ამ იდეას. დღეს ის არის აბსოლუტურად შემსრულებელი დავალებების.
ახლა რასაც ვხედავთ, ეს ცვლილება განაპირობა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ამ რეპრესიას ს ჩატარების ნორმალურ წინაპირობებს. როგორც ჩანს იგრძნეს საფრთხე, რომელიც ახლავს ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. თუ არჩევნების პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ აძლევ საშუალებას ნორმალურად იმუშაონ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ბუნებრივია, ამ არჩევნებს არ შეაფასებენ დადებითად. ეს უკან დახევა ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია, უბრალოდ გვარწმუნებს კიდევ ერთხელ, რომ არცერთი ინსტიტუცია არ არის თავისუფალი საქართველოში. დღეს ერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხვალ მეორეს. ვხედავთ, რომ რეპრესიული მანქანაა სახელმწიფოს ხელში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, არჩევნების წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეაჩერებენ და ამას ხელისუფლების კეთილ ნებას დაუკავშირებენ.
„მე მგონია, რომ არჩევნების წინ გამოაცხადებენ და შეაჩერებენ ამ კანონის მოქმედებას. ამას დაუკავშირებენ ხელისუფლების კეთილ ნებას და მგონია, რომ ამიტომაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.