ეკა ბესელია: მათ სახეებს რომ ვუყურებდი ყრილობის დღეს, მგონი, ივანიშვილის დაბრუნება მძიმედ თვითონ მიიღეს „ქართული ოცნებაში“

„ოცნებასთან“ დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე უნდა დალაგდნენ, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბესელია გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდეს. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილების პროცესი დასაჩქარებელია. როგორც ბესელია აღნიშნავს, კონსულტაციები მიმდინარეობს და მისთვის საინტერესო იქნება „ქართული ოცნებიდან“ წასული ადამიანების ხილვა ერთ პლატფორმაზე.
„კონსულტაციებში ჩართული ვარ და ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვხედავ უფრო მეტ სიახლოვეს. ვისთანაც არ ვსაუბრობ და არ მაქვს კონსულტაციები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენთან ყველასთან ვფიქრობ და მინდა ხელი შეეწყოს ამ პროცესს. მინდა იყოს ერთი ალტერნატიული არჩევანი, „ოცნებასთან“ დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე დალაგდნენ, ეს ალბათ, უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის. ამ ფლანგზე არის შუა ამომრჩეველი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ხელისუფლებას გაუბრაზდა, გაუნაწყენდა, ნდობა დაეკარგა და ეძებს ახალ დასაყრდენს. ამ ფლანგზე უფრო საინტერესო და მიზიდულობის ძალის მქონე პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, ვისაც რაღაც მაინც ჰქონდა 2012 წლის ცვლილებებთან საერთო. საინტერესო იქნებოდა ასეთი ერთი დიდი პლატფორმა და ვისურვებდი იყოს ასეთი გაერთიანება. საუბრები გვაქვს და ამას თუ მალე მიეცემა ფორმა და გაზაფხულზე ჩამოყალიბდება კონტურები იქნებოდა ძალიან კარგი,“ – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული როლი ექნება 2024 წლის ს ჭრილში.
„ვიცი, რომ პრეზიდენტი აქტიური იქნება, აქტიურად აპირებს ჩართვას ამ პროცესებში. ერთადერთი კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც რჩება დამოუკიდებელი და ყველაზე საიმედოა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი შევინარჩუნოთ. გამოცდილება და პოლიტიკური წარსული, გამბედაობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და კიდევ ბევრი ისეთი თვისება აქვს ზურაბიშვილს, რაც ძალიან გვჭირდება. ვიცი, აპირებს და იაქტიურებს, მათ შორის ევროკავშირთან 9 პუნქტიანი დღის წესრიგის ფარგლებში, რომ დიალოგი გაიხსნას და კარგია თუ ეს პრეზიდენტთან მოხდება.
არ უნდა გადადგეს და ის ქვეყანას ახლა ძალიან ჭირდება. ის ერთადერთია, ოპოზიციისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური პარტნიორებისთვის, რომელიც არის ნეიტრალური და ზეპარტიული მოდერაციის მქონე ინსტიტუცია, ამის დაკარგვა იქნება დიდი შეცდომა. ამიტომ თუ რაიმე უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, რის გამოც პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს, უნდა შევინარჩუნოთ ეს ინსტიტუტი, რადგან არჩევნების დღისთვის პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მათ შორის დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, დაითხოვოს პარლამენტი და ხელი მოაწეროს მთავრობის მეთაურის წარდგენას და ა.შ. ვისურვებ, რომ გვყავდეს ასეთი ზეპარტიული პრეზიდენტი არჩევნების დღისთვის,“ – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ივანიშვილის ივანიშვილის დაბრუნებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ მძიმედ მიიღეს.
„მათ სახეებს რომ ვუყურებდი ყრილობის დღეს, მგონი, ივანიშვილის დაბრუნება მძიმედ თვითონ მიიღეს „ქართული ოცნებაში“. ეს ჩვენს ყრილობებს არ ჰგავდა, კომუნისტური პარტიის ყრილობები გამახსენა. მათ სახეებს რომ ვუყურებდი, უფრო იქ დავინახე შიშები, ბევრ სახეზე და თვალებში, ივანიშვილის ეშინიათ, რადგან მისი დაბრუნება ასე არ მომხდარა, რომ ერთ დღეს კარგ ხასიათზე გაიღვიძა. ადამიანი, რომელსაც საჯაროობა არ უყვარს, ამბობს წავედი და აღარ დავბრუნდები და შემდეგ ცვლის ამ გადაწყვეტილებას, ეს პიროვნულად უხერხულობას უქმნის მას. ესე იგი არის რაღაც ძალიან ძალიან არასასიამოვნო, რის გამოც მობრუნდა. ცუდი ამბები ხდება იქ, შიგნით („ქართულ ოცნებაში“), როგორც ჩანს, ისე არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. რამდენადაც ვიცნობ მას და საკმარისად კარგად ვიცნობ, მისი ტექსტებიც კარგად მესმის ხოლმე, რა გზავნილებითაც ელაპარაკებოდა ყრილობაზე თავის თანაგუნდელებს,“ – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა საფრთხედ გახარიას პარტიას და ისეთ პოლიტიკურ ძალებს განიხილავს, რომელიც შეიძლება მის მიერ დაკარგული ელექტორატისთვის იყოს საინტერესო.
ვფიქრობ, საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ მიხვდეს, რომ მარტო არჩევნებზე გამოსვლა ახლა არ ღირს და მგონი, ასე არავინ უნდა გარისკოს. „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, არ მგონია, მისი ამომრჩეველი იყოს. გვარამია იმ ფლანგზეა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, რომელიც შეიძლება ამ ბოლო პროცესებით იყოს იმედგაცრუებული და ის არ გახდება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არასდროს, შეიძლება ასევე ამ ფლანგზე იყოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ გახარია კვლევებით მოდის როგორც მესამე პოლიტიკური ძალა, არც მას ვურჩევდი ჩაკეტოს ეს სივრცე, პირიქით მგონია, უნდა გახსნას, რადგან რისკი მაღალია, რომ ხელისუფლებამ არ გადაალახვინოს ბარიერი მისთვის არასასურველ პარტიებს, გახარიას მიმართ განსაკუთრებული აგრესია აქვთ, ივანიშვილის შეფასებაც იყო უმძიმესი და ეს არის ნიშანი, რომ ყველა აკრძალული მეთოდი შეიძლება იქნას გამოყენებული. ამის დაზღვევა შეიძლება გამსხვილებით, ამას ვურჩევდი ყველას. ვისთვისაც პარტია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან პოლიტიკაში უნდათ სულ დარჩენა, ძნელად ელევიან საკუთარ პარტიას. ჩემთვის ადვილია უარის თქმა, რადგან ჩემთვის ეს არ არის მიზანი, ჩემთვის პოლიტიკაც არ არის მიზანი, ეს არის საშუალება. მე კონკრეტული მიზანი მაქვს, მინდა ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო. ამიტომ ჩემთვის ადვილია მივიღო გადაწყვეტილება და სხვა ტიპის პოლიტიკური სათაურის ქვეშ ვიყო,“ – განაცხადა ბესელიამ.