რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ცნობილი სახეები ეხმაურებიან. ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა აქციების დროს დატოვა ტელეკომპანია იმედი, საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი მონიშნა და დაწერა:
“განსხვავებული შეხედულების ადამიანებს სულიერ შვილებად არ თვლით? მხოლოდ 17 მაისს უდგახართ გვერდში ოჯახურ სიწმინდეს? რატომ არ ცდილობთ რამე ნუგეში აპოვნინოთ სიცივეში დღე და ღამე მდგომ ადამიანებს, რატომ არ ესაუბრებით, ეკლესიის როლი ასეთი უკიდურესი დაძაბულობისას რაშია?”.