ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ 2025 წლის 20 იანვარს საქართველოში ახალი სააქციო საზოგადოება სს “ლუსოლი” დააფუძნა.
კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა, წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ მის სახელზე ეკატერინე ხვედელიძის მიერ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე დარეგისტრირდა.
სს “ლუსოლის” საკუთრებად ჯერჯერობით სხვა არცერთი კომპანია თუ უძრავი ქონება არ ფიქსირდება, თუმცა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მასზე სხვადასხვა აქტივი გადაფორმდება. არსებული მდგომარეობით ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც ის კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორის მეშვეობით ფლობს.
თავად “თანაინვესტირების ფონდის” საკუთრებაშია ისეთი აქტივები როგორიცაა სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი, აქსის თაუერსი, წილი ქართულ ცემენტში (ჰანიველ ცემენტში), კომპანია პლანტა და სხვა აქტივები.
ბიძინა ივანიშვილი ამჟამად მისი ქონების დეოფშორიზაციის პროცესს ახორციელებს, რაც აშშ-ის მიერ 2024 წლის 27 დეკემბრის შემდეგ მისთვის დაწესებულ პერსონალურ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.
2024 წლის 31 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის შვილმა უტა ივანიშვილმა საქართველოში “ატუ ჰოლდინგი” დაარეგისტრირა. ქართუ ჯგუფი, ქართუ ფონდი და ქართუ ბანკი სწორედ ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, რომლებსაც ის ოფშორების გავლით ფლობდა, სავარაუდოდ ატუ ჰოლდინგი ამ აქტივების ქართული იურიდიული პირის ქოლგის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად.
აქტივების გადაფორმებას ახორციელებს თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც 2024 წლის 31 დეკემბერს პანამურ ოფშორზე Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოება “ტერაზე” გადააფორმა.
სს “ტერას” აღნიშნული აქტივები 2024 წლის 31 დეკემბერს გადაუფორმდა. კომპანიაში რეორგანიზაცია სწორედ 31 დეკემბერს განხორციელდა. კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი ივანიშვილის გენერალური მინდობილობით აღჭურვილმა ნატო ხაინდრავამ წარმართა, რომელიც ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. სს “ტერას” 100%-იანი წილის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია და მას პანამური ოფშორიდან შემდეგი აქტივები გადაუფორმდა: