ეკატერინე ციმაკურიძე – რეკომენდაციების შინაარსი არ არის საკამათო, საზოგადოებამ ხელისუფლებას მათი შესრულება უნდა მოსთხოვოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.
– ქალბატონო ეკატერინე, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი ცესკოს ადმინისტრაციის შესახებ.
მეორე მოსმენით მიღებული კანონით უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ცესკოს თავმჯდომარეს კანდიდატურას ასახელებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის სპიკერი, ანუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი. ანუ ცესკოს თავმჯდომარეს ნდობას უცხადებს, მხოლოდ მმართველი გუნდი.
არადა, ვენეციის კომისია ცესკოს თავმჯდომარის უფლების დაბრუნებას ითხოვდა პრეზიდენტისთვის. პრემიერ-მინისტრმა მ ამ თემაზე სხვადასხვა არგუმენტების მოხმობის გარდა, ახსენა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და აქვს უფლება „სუვერენული გადაწყვეტილება“ მიიღოს.
ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან მე-4 რეკომენდაციის შესრულებაზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხზე კანონის მეორე მოსმენით მიღებას და პრემიერის პოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელს ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი გვექნება?
– სახელმწიფო სუვერენიტეტი არ არის კავშირში მმართველი ძალაუფლების ოპოზიციითა და უპარტიო პრეზიდენტით დაბალანსებასთან. ძალაუფლების დაბალანსება არის დემოკრატიული პრინციპი და არა სახელმწიფო სუვერენიტეტის გამოვლინება. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. სუვერენული სახელმწიფო ან დემოკრატიულია ან არა.
მაგალითად, გერმანია სუვერენული სახელმწიფოა და დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული. სუვერენულია, მაგრამ არა დემოკრატიული. ჩვენ ვაშენებთ არა მხოლოდ სუვერენულ, არამედ, ასევე, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ძალაუფლების დაბალანსება კი დემოკრატიის ცენტრალური პრინციპია.
ვერ გეტყვით ვისთვის იქნება დამაჯერებელი ცესკოს თავმჯდომარის ერთპარტიულად არჩევის სახელმწიფო სუვერენიტეტით გამართლება, მაგრამ ევროკავშირისთვის ნამდვილად არა.
ვერ გეტყვით ვისთვის იქნება დამაჯერებელი ცესკოს თავმჯდომარის ერთპარტიულად არჩევის სახელმწიფო სუვერენიტეტით გამართლება, მაგრამ ევროკავშირისთვის ნამდვილად არა
ცესკოს თავმჯდომარე არ არის მინისტრი რომ ის მმართველმა პარტიამ სხვათა ჩართულობის გარეშე აირჩიოს. ამიტომ ევროკომისია არ ჩათვლის ამ რეკომენდაციას შესრულებულად.
მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება იქნება საზომი როგორც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის, ისე ევროინტეგრაციის პერსპექტივის. ამისთვის კი ცესკოს დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება იქნება საზომი როგორც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის, ისე ევროინტეგრაციის პერსპექტივის. ამისთვის კი ცესკოს დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ამ თემაზე დასავლეთში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა გაიზრდება, თუ ოპოზიცია მეტად იქნება ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციაში, მაგრამ საეჭვოა, რომ 2%-იანი ოპოზიციის ჩართვა ნდობას მატებდეს კომისიას.
მეტიც, მათივე მტკიცებით, „ოცნებას“ პოლიტიკური იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც კარნახობს, რომ ბრმად არ გაიზიაროს უცხოელთა რეკომენდაცია. ფაქტია, „ქართული ოცნება“ არ თანხმდება არცერთი თანამდებობის პირის დანიშვნას, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.
შესაძლოა, ხელისუფლებას მართლაც გამოუმუშავდა გარკვეული იმუნიტეტი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, მაგრამ, 9 რეკომენდაციიდან მე-4 რეკომენდაციის შეუსრულებლობას როგორ აღიქვამენ ჩვენივე ევროპელი პარტნიორები?
– 2-დან 3 პროცენტამდე საარჩევნო ბარიერი არის რეკომენდებული ევროპული სტანდარტი. ასეთი რეკომენდაცია აიხსნება იმით, რომ რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი აზრი იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩევლის ხმა დაიკარგოს. ამიტომ, 2%-იანი პარტიებიც მხედველობაში არიან მისაღები, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზრს წარმოადგენენ.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების მაგალითზე 1% გადალახული პარტია დაახლოებით 20 000 ადამიანის ხმას წარმოადგენს. საქართველოს კონტექსტში პატარა პარტიების ჩართულობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, სადაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიაზე მნიშვნელოვნად დიდია და წლებია გვევლინება მმართველი ხელისუფლების ვადის გახანგრძლივების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ამ ფონზე პატარა პარტიების მნიშვნელობის დაკნინება არც ევროპულ სტანდარტთან მოდის შესაბამისობაში და არც ხელისუფლების მონაცვლეობის პერსპექტივას სახავს.
პატარა პარტიების მნიშვნელობის დაკნინება არც ევროპულ სტანდარტთან მოდის შესაბამისობაში და არც ხელისუფლების მონაცვლეობის პერსპექტივას სახავს
რაც შეეხება „უცხოელთა რეკომენდაციების ბრმად გაზიარებას,“ ეს ის რეკომენდაციებია, რომლებიც, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული, ასევე, წარმოადგენს ზოგად დემოკრატიულ სტანდარტებს წესებზე დაფუძნებული სამყაროსთვის: ცესკოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემის შექმნა, ოპოზიციის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კორუფციის პრევენცია და დასჯა და სხვა
. ყველა ამ სტანდარტის მიღწევის ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს თავისი კონსტიტუციით, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობით, სხვადასხვა კონვენციებთან მიერთებით. ამდენად, 9 რეკომენდაცია რეალურად არა რაღაც ახალი მოთხოვნები, არამედ საქართველოს მიერ დიდი ხნის წინ ნაკისრი ვალდებულებებია, რომლებიც პრაქტიკაში არ აისახა.
9 რეკომენდაცია რეალურად არა რაღაც ახალი მოთხოვნები, არამედ საქართველოს მიერ დიდი ხნის წინ ნაკისრი ვალდებულებებია, რომლებიც პრაქტიკაში არ აისახა
ამდენად, რეკომენდაციების შინაარსი არ არის საკამათო. უნდა დასრულდეს კამათი რეკომენდაციების შინაარსის გარშემო. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულება.
– კი ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდება არცერთი თანამდებობის პირის დანიშვნას, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ, გვახსოვს იყო ერთი შემთხვევა, როცა ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერით მოხდა სახალხო დამცველის არჩევა.
9 რეკომენდაციაში საუბარია ანტიკორუფციულ სააგენტოზე. სადაც ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია, მას პარლამენტი უნდა ნიშნავდეს და იგი ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იყოს და არა პრემიერის წინაშე. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობა ეფექტური იყო.
გასაგებია, რომ წინასაარჩევნო წელია და მმართველ გუნდს არ აწყობს თანაგუნდელების კორუფციაში დადანაშაულება, მაგრამ, გაქვთ განცდა, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში განსახორციელებელი სერიოზული ცვლილებები ევროპული რეკომენდაციების შესაბამისად გატარდება?
– თქვენ სწორად აღნიშნეთ, თანაგუნდელების კორუფციაში დადანაშაულება არ სურს მმართველ გუნდს. დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც უნდა იძიებდნენ მმართველ გუნდში კორუფციის ნიშნებს, თავად აღიქმებიან მმართველი ძალის თანაგუნდელებად, ვინაიდან მათივე დანიშნულები არიან და არ აქვთ დამოუკიდებლობის გარანტიები.
სწორედ ამიტომ კვლავ დგას რეკომენდაცია პროკურატურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. სანამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ შესრულდება, მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიება არ მოხდება.
სანამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ შესრულდება, მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიება არ მოხდება
პირველ რიგში, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რაც ინსტიტუტებს შესძენს დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო გარანტიებსა და დაცულობას. ასეთი რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება ყოველთვის ძალიან დაბალი იყო.
მაგალითად, სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღა განხორციელდა, მაგრამ ისევ დღის წესრიგშია სასამართლოს ძირეული რეფორმა. ეს იმიტომ რომ ის რეფორმები არ იყო შედეგზე ორიენტირებული რეფორმები. მაგრამ ახლა, როცა რეფორმების გაუტარებლობა ნიშნავს არა მხოლოდ დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეშლას, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეჭვქვეშ დაყენებას, ზიანი ორმაგია.
ამიტომ, ცხადია, ვერ იარსებებს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას, რომელსაც გუშინ არ უნდოდა მთავარი რეფორმების გატარება, დღეს გაუჩნდება ასეთი სურვილი. ცხადია ის ისევ ეცდება თავი აარიდოს ყველა იმ რეფორმის გატარებას, რაც მის ძალაუფლებას დააბალანსებს, ან მისივე გუნდში კორუფციის ნიშნებს გამოიძიებს.
ვერ იარსებებს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას, რომელსაც გუშინ არ უნდოდა მთავარი რეფორმების გატარება, დღეს გაუჩნდება ასეთი სურვილი. ცხადია ის ისევ ეცდება თავი აარიდოს ყველა იმ რეფორმის გატარებას, რაც მის ძალაუფლებას დააბალანსებს, ან მისივე გუნდში კორუფციის ნიშნებს გამოიძიებს
ამიტომ, ხელისუფლების რეფორმები ისევ მოჩვენებითი და არასრული იქნება. თუმცა, ევროინტეგრაციის დაწყებული პროცესი, კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლის პერსპექტივა ქმნის პოლიტიკურ ნებაზე გავლენის მოხდენის უფრო მძლავრ ბერკეტებს და ეს მომენტი ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გამოიყენოს.
თუ ეს მომენტი უშედეგოდ ჩაივლის, შემდეგ კიდევ უფრო გართულდება კორუფციის დაძლევა ან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა; დავკარგავთ უახლოეს მომავალში ევროკავშირში ინტეგრაციის შანსს.
– შარლ მიშელის შეთანხმებიდან მოყოლებული რომ სასამართლო რეფორმას ევროპულ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ფაქტია.
ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს აშკარად არ ტოვებს. ასეა იმის გამო რომ, 25 იანვრიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო, რომელიც 15 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს.
როცა ამის შესახებ განცხადება გავრცელდა თქვენ საქართველოში არ იყავით. მაშინ, ამ თემაში ჩახედული ადამიანების თქმით, ევროპული რეკომენდაცია სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენგან ითხოვდა იმას, რომ მომავალი მოსამართლეების შერჩევას აღარ ახდენდეს იუსტიციის საბჭო.
საუბარია იმაზე, რომ პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომლითაც მოსამართლეები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეირჩეოდნენ.
თქვენი ინფორმაციით პარლამენტში მზადდება თუ არა ასეთი კანონი? ძველი წესით თუ დაწყებულია იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, რა ვითარებაა?
– საქართველოს ამ დრომდე არასდროს ჰქონია მოსამართლეთა შერჩევის ისეთი სისტემა, რომელიც შეამოწმებდა, მაგალითად, ხომ არ აქვს კანდიდატს ან მოქმედ მოსამართლეს დაუსაბუთებელი, უკანონო გზით მოპოვებული ქონება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემფასებელი კომისიის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ კორუფციაზე მოსამართლეების შემოწმება იქნება. ასეთი კომისიები უკვე მუშაობს მოლდოვასა და ში. ასეთი სისტემის შემოღებას საკანონმდებლო ცვლილებები ჭირდება.
საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემფასებელი კომისიის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ კორუფციაზე მოსამართლეების შემოწმება იქნება. ასეთი კომისიები უკვე მუშაობს მოლდოვასა და უკრაინაში. ასეთი სისტემის შემოღებას საკანონმდებლო ცვლილებები ჭირდება
ამ დროს რა ხდება საქართველოში? იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი ჩვეულ რეჟიმში. ნაცვლად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ახალი წესით მოხდეს, ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატებს მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციით, თავად იუსტიციის საბჭოც უნდა დაექვემდებაროს კორუფციაზე შემოწმებას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი ჩვეულ რეჟიმში. ნაცვლად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ახალი წესით მოხდეს, ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატებს მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციით, თავად იუსტიციის საბჭოც უნდა დაექვემდებაროს კორუფციაზე შემოწმებას
პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მანამ, სანამ არ შეცვლის კანონს, არ შექმნის კომისიას საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით და სანამ ეს კომისია არ შეაფასებს კანდიდატურებს.
თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ დაიწყო პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიის ეს რეკომენდაციაც შეუსრულებელი იქნება.
– 9 ევროპული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ხშირად გვახსენებს.
ამას წინათაც მან განაცხადა – „ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა – ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად“.
რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფებია შექმნილი. მასში მონაწილეობაზე თანხმობა „ლელოს“ გარდა, პრაქტიკულად პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. „ლელომ“ თქვა, რომ სამუშაო ჯგუფებში არა, მაგრამ კომიტეტებში ამ თემებზე აქტიურად იმუშავებს.
გასულ წელს, ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი – „თუკი ხელისუფლებამ არ გადახედა თავის მიდგომებს, მაქსიმალურად ღიად არ შემოგვთავაზა სამუშაო პროცესი, გასაგები იქნება, რომ ისინი კვლავ არ აპირებენ 12 პუნქტის რეალურად შესრულებას.“
რადგან არჩევნების პარალელურად ევროპული რეკომენდაციების თემა კვლავ აქტუალურია, კითხვას ასე დავსვამდი – გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლება ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს?
– სამუშაო ჯგუფები ჯერაც არ არის შექმნილი. იყო ერთი შეხვედრა ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილს შორის, რასაც უნდა მოჰყვეს სამუშაო ჯგუფების შექმნა.
პარლამენტში სამუშაო ჯგუფებში საკითხებზე მსჯელობის ფორმატების შექმნას და მათში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილიც ითხოვს. მათაც ექნებათ კონკრეტული წინადადებები. ჩვენ, საზოგადოება მზად ვართ მუშაობისთვის, პარლამენტში კი არ არის შექმნილი სამუშაო ფორმატები
რამდენიმე ადამიანმა საკანონმდებლო წინადადებითაც მივმართეთ პარლამენტს, რომელიც სასამართლოს, პროკურატურის და ანტიკორუფციული მიმართულებით მასშტაბური რეფორმის შეთავაზებაა, ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.
პარლამენტში სამუშაო ჯგუფებში საკითხებზე მსჯელობის ფორმატების შექმნას და მათში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილიც ითხოვს. მათაც ექნებათ კონკრეტული წინადადებები.
ჩვენ, საზოგადოება მზად ვართ მუშაობისთვის, პარლამენტში კი არ არის შექმნილი სამუშაო ფორმატები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ