ეკატერინე მიქაბაძე – ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ “გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” მიერ მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურება ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ განხორციელდა მორიგი საჯარო შეთავაზება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა აღნიშნული ბაზარი და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, კორპორაციების მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკი მიესალმება ასეთ დინამიკურ განვითარებას და თავის მხრივ, თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით “გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ” პრესკონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები. “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში