ეკატერინბურგში ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ეკატერინბურგში მდებარე „ურალმაშის“ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 4 000 კვ/მ ფართობზეა გავრცელებული.
ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის ქრობის პროცესს ქარხანაში არსებული აალებადი სითხეები ართულებს.
ქარხანაში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამაშველო ოპერაციაში ჩართული 52 სპეციალისტი და 17 ერთეული სპეცტექნიკა.