ეკატერინბურგში ჟურნალისტ ივან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო

ეკატერინბურგის სვერდლოვსკის რაიონულ სასამართლოში დაიწყო პირველი სასამართლო მოსმენა Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის წინააღმდეგ. იგი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული. სასამართლო პროცესის დასაწყისის ამსახველი ვიდეო ს სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გამოაქვეყნა.
დარბაზში რამდენიმე ჟურნალისტი შეუშვეს ე.წ. პროტოკოლური გადაღებისთვის, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
გერშკოვიჩს, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის მარტიდან იმყოფება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა.

გამომძიებლების თქმით, ჟურნალისტმა, -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია “ურალვაგონზავოდზე”, რომელიც აწარმოებს და არემონტებს სამხედრო ტექნიკას. გამოძიება ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოა.

გერშკოვიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ ექსკლუზიურად იყო დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით. გამოცემა Wall Street Journal-ი ასევე კატეგორიულად უარყოფს თავისი თანამშრომლის მიმართ ბრალდებებს. რედაქცია გერშკოვიჩის მომავალ სასამართლო პროცესს “ფსევდოსასამართლო პროცესს” უწოდებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტს მხოლოდ თავისი მუშაობის გამო დევნიან.
· აშშ-ის ხელისუფლებამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა და საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსკოვს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გერშკოვიჩს “უკანონოდ დაკავებულის” სტატუსი მიანიჭა.
· მანამდე რუსულ და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ მოსკოვი გერშკოვიჩს ციხეში შეიძლება იმისთვის ამყოფებს, რომ გაცვალოს აშშ-ის ციხეებში მყოფ რუსეთის რომელიმე მოქალაქეში.
· 2023 წლის დეკემბერში, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო ჟურნალისტის გათავისუფლების შეთავაზება.
· 2024 წლის 17 მარტს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიწონა მისი გაცვლის იდეა. მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვი მზად იყო გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. სანაცვლოდ რუსეთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ითხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიაში დაპატიმრებული ვადიმ კრასიკოვისა და „შეერთებულ შტატებში მსჯავრდადებული კიდევ რამდენიმე რუსის“ ექსტრადიციას.

ასევე დაგაინტერესებთ