ეიფელის კოშკთან მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულმა, თავდასხმამდე, ვიდეო გაავრცელა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება აღუთქვა

ეიფელის კოშკთან მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულმა თავდასხმამდე ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთგულება აღუთქვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. დაკავებული საფრანგეთის 26 წლის მოქალაქეა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის დააკავეს და ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ეჭვმიტანილი აკრიტიკებდა საფრანგეთის მთავრობას და ბრალს სდებდა თანამონაწილეობაში ღაზაში პალესტინელების დაღუპვაში.
ეიფელის კოშკთან, ტურისტებზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად