„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

12-13 მარტს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ” ავრცელებს.
ამავე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროს 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, განიხილეს აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მოიცავს გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ინვესტიციებს.
“გვიხარია, რომ წელს მეორედ ვმასპინძლობთ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების კონფერენციას საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებს დავათვალიერებინეთ და გავაცანით ფოთის პორტი, მისი შესაძლებლობები და როლი ჩვენს რეგიონში. დამსწრეები დაინტერესდნენ შუა დერეფნის შესაძლებლობებით, განვიხილეთ სატრანსპორტო კორიდორი და ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები. მთავარი კარიბჭეა ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ”, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?