ეთნიკური სერბების პარტია გაასაჩივრებს აკრძალვას კოსოვოს არჩევნებზე

კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც პარტიას აეკრძალა 9 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობა, ბელგრადთან ახლო კავშირების გამო.
ზლატან ელეკმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გაუქმდება მისი პარტიის, “სერბთა სიის” შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ელეკმა მკაცრი სიტყვებით მოიხსენია კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი და თქვა, რომ მას ამ პარტიის დან გაქრობა სურს.
“ეს არის ინსტიტუციური და იურიდიული ძალადობა სერბი ხალხის წინააღმდეგ, “სერბთა სიის” წინააღმდეგ – რადგან კურტის არ სურს იხილოს “სერბთა სიის” დეპუტატები კოსოვოს პარლამენტში, მას ამ პარლამენტში მორჩილი სერბების ხილვა უნდა”, – თქვა ელეკმა.
საარჩევნო კომისიამ 23 დეკემბერს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, არჩევნებზე არ დაეშვა “სერბთა სია”. კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოიტანა პარტიის ნაციონალისტური ორიენტაცია და ახლო კავშირები სერბეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ