ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) უზბეკი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ის ბრაზილიელ რაფაელა სილვას შეხვდება.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ასევე დაგაინტერესებთ