ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. მან ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ჯუ კიმი (სამრეთ კორეა), დარია კურბონმამადოვა (), პილა სალონენი (ფინეთი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ფინალში კი მომო ტამაოკის (იაპონია) სძლია. მან ყველა მეტოქეს იპონით მოუგო.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისიდან მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..