ეთერ ლიპარტელიანი | ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩერდება – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა: შერეულ გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი. დაიაპონიის ჰეგემონია დასრულდა, რომელიც პირველობას ზედიზედ შვიდი ტურნირის განმავლობაში არ თმობდა.

უდავო ფაქტია, რომ ქართვული ძიუდოისტების მთავარი წარმატება ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებაა. ლაშა გუჯეჯიანისა და გიორგი თენაძის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, რომელმაც, როგორც ინდივიდუალურ, ისე შერეულ პირველობაზე, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად, გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედლი მოიპოვა. ეს ეთერ ლიპარტელიანის ტურნირი იყო: მან გამართა 9 ბრძოლა, აქედან 8 შემთხვევაში კი იპონით გაიმარჯვა.

“მინდოდა, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა”. ლიპარტელიანმა გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტი შეეძლო, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიზნისთვის მიღწეული. შრომობდა თავდაუზოგავად, არ ჩერდებოდა და სწამდა, რომ მისი მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინიყო.

რა ქმნის წარმატებას? ვკითხოთ ადამიანებს, გნებავთ, ხელოვნურ ინტელექტს. პასუხად, მოვისმენთ უამრავ ალტერნატივას, თუმცა, ყველაზე მეტი ხომ მათ ეთქმით, ვინც საკუთარ თავს სძლია და წარუმატებლობაში ეჭვის შეტანის საშუალება არ მისცა. როგორც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ამბობს, მისგან ნატყორცნი 9000-ზე მეტი სროლა ფარში არ ჩავარდა, დამარცხდა 300-ზე მეტ შეხვედრაში და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას.

ეთერ ლიპარტელიანის გზაც ასეთია. არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო (2-გზის) და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი, მაგრამ ახალგაზრდული ტურნირები, ასევე ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მე-5 ადგილი მისთვის ვერასოდეს იქნებოდა საკმარისი: ის უმაღლეს კვარცხლბეკზე ოცნებობდა.

ჩვენ, გულშემატკივრები, ტელეეკრანებიდან ვხედავთ გამარჯვებას, რომლის მიღმაც უამრავი ქარტეხილით სავსე გზა იმალება. უშრეტი ძალა, ყოველი დღის ვარჯიშისთვის მიძღვნის ენთუზიაზმი, ამტანობა, გაუტეხლობა…

საიდან მოდის ეს ყველაფერი? ლიპარტელიანის პასუხია: “ესაა, ალბათ , ცხოვრების არსი, ყოველთვის გქონდეს მიზანი და მიისწაფვოდე მისკენ”.

ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი. ეთო, კვარა, მამარდა და სხვები… სპორტის ძალა ასეთია: უცნობი ადამიანები ჩვენთვის ახლობლები ხდებიან. თავს ვაძლევთ უფლებას, ისე ვუწოდოთ, როგორც საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს, ისე ვუქომაგოთ და ვინერვიულოთ მათზე, როგორც ოჯახის წევრებზე და მათი გამარჯვება გავიზიაროთ. და ასეცაა, ეს ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ისტორიის ასეთი ეპიზოდები მარტივად გასაგებ მაგალითს გვაძლევს: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია და დღეს, ძიუდოთი თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებულმაადამიანებმა იციან: თუკი არ გაჩერდები, დიდი წარმატების მიღწევა მათაც შეუძლიათ!

ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ბანკი ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.