ეთერ თურაძე – დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ

დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ს საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ დარბაზში მისცა ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ, ასევე ს დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ.
„ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“,- განაცხადა ეთერ თურაძემ, რომლის კომენტარსაც გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო პროცესზე მტკიცებულების ვიდეო-მასალას განიხილავენ.