ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში

დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთან მომდევნო შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 2027 წლის ევროპის ჩემპიონატს, უეფა-ს გადაწყვეტილებით სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას მეორე კალათაში შეხვდა, ჩვენი 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევ ციკლში მონაწილე 51 ქვეყნის რეიტინგში, კოეფიციენტების მიხედვით მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს.
ჯგუფში, რომელიც სტარტს 2025 წლის სექტემბერში გასამართი პირველი ტურით აიღებს, ახალგაზრდულ ნარკრებს – გერმანიასთან, საბერძნეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ლატვიასთან და მალტის 21-წლამდე ნაკრებთან მოუწევს ასპარეზობა.
ჯგუფი F: გერმანია, საქართველო, ჩრდ. ირლანდია, ლატვია, მალტა
შეგახსენებთ,
რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც უმასპინძლებს, რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში – პოლონეთს, საფრანგეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
გასული წლის ნოემბერში, ახალგაზრდულმა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის 2-მატჩიან დაპირისპირებაში, ხორვატია დაამარცხა და საკვალიფიკაციო ციკლიდან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
nakrebi.ge
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს , საქართველოს საამაყო შვილებს, მეგობრებო ცალკე მინდა მივულოცო ქუთაისის მეგობრებს , კარგი გუნდი შენდება დღეს დაიმატეს საბა კვირკველია,აბა კონფერენს ლიგის ჯგუფური წარმატებებს გისურვებთ ძმებო,

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში