ევრო 2024 | მეხუთე ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს.
3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, , გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. ვარჯიშის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების და მონტენეგროსთან ამხანაგური
მატჩის შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.
ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის”.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, ), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, ), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო , საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
nakrebi.ge