ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/
პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი
ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:
პირველი კატეგორია – 200 ევრო
მეორე კატეგორია – 150 ევრო
მესამე კატეგორია – 60 ევრო
მეოთხე კატეგორია – 30 ევრო
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარეთებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Nakrebi.ge
Account-ის შექმნა თუ არის შესაძლებელი წინასწარ, ნუ დაელოდებით 15 აპრილს, რომ მერე დრო არ დაკარგოდ ამაზე. შედით თქვენს აკკაუნტში (sign in/log in) და დაელოდეთ ბილეთების გაყიდვის მომენტს. თუ ბევრი კომპუტერები გაქვთ, თქვენი ოჯახის წევრებმა სხვა კომპიუტერიდან იყიდონ ბილეთები. ზოგმა ტელეფონი ან პლაშეტი გამოიყენოს. მაგრამ კომპიუტერით უფრო დიდი შანსი გექნებათ.