„ევროსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 2024 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. შესაბამისი მონაცემები „ევროსტატის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ყველაზე მაღალი იყო.
„ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 1 395 მოქალაქემ მოითხოვა. 2023 წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი 5 155-ს შეადგენდა. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ისეთ მსხვილ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე