“ევროსკოპის“ ინფორმაციით, სამშაბათს, კაია კალასი მინისტრებს თარგეთირებული სანქციებისთვის(ადამიანის უფლებების დაღვევებზე პასუხისმგებლებს), 15 პირის სიას წარუდგენს.
ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, “15 პირს შორის მოსამართლეებიც არიან, თუმცა, ამ ეტაპზე, კონსენსუსი კვლავ არ არის.“
განხილვის საკითხი იქნება ასოცირების ხელშეკურულება და უვიზო რეჟიმიც-წერს ჟურნალისტი.
ასევე, რადგან საქართველო დღის წერიგში მეორე საკითხად არის, იქნება მოცულობითი განხილვა და როგორც წყარო ევროკავშირიდან ამბობს, არის მოლოდინი რომ, მინისტრები იმ საკითხებსაც წამოჭრიან, რაც ევროპარლამენტის ანგარიშშია. განხილვის საკითხი იქნება ასოცირების ხელშეკურულება და უვიზო რეჟიმიც. ყველაფერი მაგიდაზეა, გვიმეორებს წყარო. უნდა გვახსოვდეს ისიც რომ, საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეუძლიათ თავიანთი წინადადებები წარადგინონ დახურულ კარს მიღმა,-წერს ნუცუბიძე.
ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია “ოცნების” მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ შესაძლო ზომებზე”.
„საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ – წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.