“ევროსკეპტიკოსებს, როგორ მოსწონთ 2 ქალაქის დაარსება, სადაც საქართველოს მოსახლეობა წინასწარი გეგმის მიხედვითაც კი უმცირესობაში იქნება?”

გერმანია თუ ფულს რიცხავდა წიგნების თარგმნისთვის – აგენტურული საქმიანობა იყო.
შვეიცარია თუ ფულს რიცხავდა მთის განვითარებისთვის – აგენტურული საქმიანობა იყო.
ამერიკა თუ ფულს რიცხავდა სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ – აგენტურული საქმიანობა იყო.
და მაინტერესებს 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია გაცხადებულად 60%-იანი უცხოელებით დასასახლებელი ქალაქების ტყე-პარკების ადგილას ასაშენებლად – “ეროვნული ხელისუფლების” გეგმებში რანაირად შევიდა? 🙂
ან ევროსკეპტიკოსებს, რომლების ევროსკეპტიციზმიც 2 რამეს ემყარება – LGPT პროპაგანდა და მიგრანტები, როგორ მოსწონთ 2 ქალაქის დაარსება, სადაც საქართველოს მოსახლეობა წინასწარი გეგმის მიხედვითაც კი უმცირესობაში იქნება?
© გიორგი მჭედლიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)