ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქართველოში თვითნებური დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა, – ამის შესახებ ევროსაბჭოში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელი ჰაიკე ტილე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ, ვართ რა მედიის თავისუფლების დაცვის მიმართ ერთგულები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია, ისევე როგორც სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები“, – წერს ელჩი.




