ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი ერთი წლით გარიცხა საპარლამენტო ასამბლეიდან იმ მიზნით, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამ ფაქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და განაცხადა, რომ ორმაგი სტანდარტები შეიმჩნევა ბაქოს მიმართ დამოკიდებულებაში. ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ერთ-ერთმა უნგრელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვა შეცდომა იყო და ევროსაბჭოს უნდა გაეგრძელებინა თანამშრომლობა, თუმცა მისი პოზიცია არავის გაუზიარებია.
„2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება, რამაც საპარლამენტო ასამბლეიდან ერთწლიანი ვადით აზერბაიჯანული დელეგაციის გარიცხვა გამოიწვია.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს ბრალი ედებოდა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.
ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის დელეგაციამ თავად შეაჩერა მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ბაქოს მიმართ მოქმედებს ორმაგი სტანდარტები.
2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, დელეგაციის უფლებამოსილების სრულად აღდგენისათვის აზერბაიჯანს უნდა შეესრულებინა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შიდა პოლიტიკა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა.
2025 წლის იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, უნგრელმა დეპუტატმა ჟოლტ ნემეტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ევროსაბჭომ დიალოგის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს მის წევრ სახელმწიფოებთან. უნგრელი დეპუტატის ხმა “უდაბნოსა შინა მღაღადებლად” დარჩა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა…“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს