ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. კონგრესმა დაადგინა, რომ სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული კონტროლისა და დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის შესახებ წარსული რეკომენდაციების შესრულების ნაკლებობის ფონზე, ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.
2025 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოში კონგრესის ფაქტების შემსწავლელი მისიის ანგარიშის განხილვისას, კონგრესმა დაგმო ფაქტი, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი  დაზიანებული იყო ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კანდიდატების აკრძალვის, დაშინებისა და დაპატიმრების მცდელობებით, პოლიტიკური დიალოგისა და კონკურენციის ნაკლებობით, ფართომასშტაბიანი ბოიკოტებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი და პრობლემური ცვლილებებით, ასევე ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობით.
კონგრესმა სინანული გამოთქვა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფები – განსაკუთრებით ახალგაზდები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია – მზარდი დაშინების, დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლის დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მათ ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს. ასევე აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად, 2025 წლის ადგილობრივი ჩატარდა სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების გარეშე, მათ შორის კონგრესის მონაწილეობით გარეშე.
თავის რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის საარჩევნო პროცესის მიმართ საჭირო ნდობის ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც არჩევნები მუნიციპალიტეტების ნახევარში ერთპარტიულ შეჯიბრებად იქცა, ხოლო დანარჩენში ოპოზიციური კანდიდატების მიმართ ზეწოლის ბრალდებები დაფიქსირდა. ამავდროულად, კონგრესი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებებმა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრამ კიდევ უფრო ჩაახშო პოლიტიკური პლურალიზმი.
კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მათ და ვენის კომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები შესრულებისა და უზრუნვეყოს ძირითადი თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.