ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არც ზურაბ ჯაფარიძე აპირებს

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არც „კოალიცია ცვილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აპირებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს საქართველოში ჩამოდის, „უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს“.
„დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები.
ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:
ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს;
ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს;
გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს;
მით უმეტეს, ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი. მით უმეტეს, თუ ახერხებ სთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა.
სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება.
პ.ს. ვიცი, რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ,“ – წერს ჯაფარიძე.