ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე.
შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას