ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შეხვედრის დეტალები უცნობია.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პრემიერ ირაკლი ს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ომბუდსმენ ლევან იოსელიანსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ უახლეს პოსტში იგი საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრის შესახებ წერს:
“კონსტრუქციული გაცვლა შედგა დღეს საღამოს თბილისში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა და ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში”.
ალან ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მისივე თქმით, იგი ხვალაც გეგმავს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრას.
გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.
ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ს გათავისუფლებას.
საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს