ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია
„[ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმებით] იყო მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად გამოეყენებინათ [ასამბლეის წევრობა]“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ საქართველომ უარი განაცხადა ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია.
„უკვე ღიად მიმართავენ საქართველოზე ზემოქმედებებისთვის არასამართლიან და არაკომპეტენტურ ხერხებს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოს მიმართ არ არის. იქ იყო რუმინელი პარლამენტარი, რომელიც ცდილობდა, რომ ევროსაბჭოს ასამბლეას დაეწყო მოკვლევა რუმინეთში ჩატარებული ს შესახებ.
თუმცა, საჭირო რაოდენობით მომხრეების შეკრება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ეუბნებოდა, რომ მის პოზიციას იზიარებდა. რაც შეეხება ევროსაბჭოს ასამბლეის მმართველ გუნდს, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას, მაგრამ ისინი არ არიან თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რადგან გადაწყვეტილებები პარლამენტარებში კენჭისყრის ხმის შედეგებით მიიღება. თუმცა ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ საქართველოსთვის რაც შეიძლება რბილი ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და მათი თვალსაზრისით, ძალიან კარგი კომპრომისული ვარიანტი იყო ის, რომ საქართველოს უფლებამოსილება არ შეუჩერდა.
ანუ, საქართველოს მტრების გულგასახეთქად, საქართველოს ეს უფლებამოსილება [ევროსაბჭოში] შენარჩუნებული აქვს. თუმცა, დათქმები იმდენად უსამართლო იყო და იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ უარი განვაცხადეთ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი