ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოვა

ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოვა.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვიზიტის მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლებებზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ს ფონზე გავლენის შეფასებაა.
ვიზიტის მიზანია, შეფასდეს თუ რა გავლენას ახდენს არსებული პოლიტიკური სიტუაცია ადგილობრივ ხელისუფლებებზე, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ს ფონზე.
დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველის მოადგილესთან, ქართული ოცნების წევრებთან, ასევე, ოპოზიციურ პარტიებთან, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმაციის პოლიტიკურ მხარდაჭერად ან ისე, თითქოს მხარეთა შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.