ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვას შესახებ. უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ძალისხმევა გასწიეს და მიაღწიეს დიდ პროგრესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროპულ საქმეებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, ლორანს ბუნიმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომელსაც ის „X“-ზე (ძველი Twitter) აქვეყნებს.
ბუნის თქმით, გაფართოება უპირველეს ყოვლისა კონტინენტის უსაფრთხოება და სტაბილურობაა.
„გაფართოება უპირველეს ყოვლისა კონტინენტის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ რაც მოხდა 2008 ან 2014 წლებში აღარ უნდა განმეორდეს. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვას შესახებ. უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ძალისხმევა გასწიეს და მიაღწიეს დიდ პროგრესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ლორანს ბუნიმ.