„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

პლატფორმა – „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ სამძიმარს გამოხატავს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო სარდლობის პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.
ამის შესახებ პლატფორმის – „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საგამოძიებო უწყებებმა ყველა ღონისძიება უნდა გაატარონ ბოლნისში დატრიალებული ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით. პილოტი, რომელიც მართავდა სუ 25-ს იყო მაღალი კვალიფიკაციის მფრინავი. ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან