საქართველოს ელჩი არგენტინაში გურამ ხანდამიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ევროინტეგრაციაში სწრაფი პროგრესის მნიშვნელობას განმარტავს, რაც, მისი აზრით, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციის 78-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ამ საკვანძო მიმართულებით წინსვლაში. ნათელია, რომ ჩვენთვის აღნიშნულ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესის მისაღწევად, რაც უნდა განხორციელდეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, — წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში