ევროპულ ბაზრებზე ყაზახურ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის ამჟამად უმოქმედო ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის აუცილებლობას – TCRC
ევროპულ ბაზრებზე ყაზახურ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის ამჟამად უმოქმედო ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის აუცილებლობას, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.
2025 წლის ექვს თვეში, ყაზახური ნავთობის მხოლოდ უმნიშვნელობა მოცულობა 750 ათასი ტონა იყო გატარებული ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, მაშინ როცა გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 1,5 მლნ ტონას შეადგენდა.
როგორც TCRC-ში განმარტავენ, ბუნებრივია ყაზახეთისთვის ნავთობის გატარების ეს მოცულობები არ არის დამაკმაყოფილებელი და იგი ეძებს, ტრანსპორტირების ახალ მარშრუტებს.
„თუ არ ჩავთლით 2023 და 2024 წლებში მცირე მოცულობის საცდელ გადაზიდვებს, მილსადენი პრაქტიკულად გაჩერებულია, რისი მიზეზიც აზერბაიჯანული მხარის განმარტებით სუფსის ტერმინალიდან Azeri Light ის ხარისხის ნავთობის, ტრეიდერების მხრიდან შეკვეთების სიმცირე წარმოადგენს.
თავის მხრივ, ყაზახეთი ბაქო – სუფსის მილსადენს საკუთარი ნავთობის შავი ზღვის სუფსის ნავსადგურიდან ევროპულ ბაზრებზე გადაზიდვის ერთ – ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს.
ბაქო – სუფსის ნავთობსადენი საშუალებას იძლევა, კასპიის ზღვაზე, ბაქოსთან ახლოს მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სუფსის ნავსადგურამდე მილსადენით ტრანსპორტირების შემდგომ, იქიდან კი, ტანკერებზე გადატვირთვით ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას.
2022 წლის მარტიდან აწარმოებს გაჩერებული ბაქო – სუფსას მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ნავთობის ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნები განსხვავებული ხარისხის ნავთობს აწარმოებენ.
აზერბაიჯანული SOCAR ი Azeri Light ის ბრენდის მაღალი ხარისხის მსუბუქ ნავთობს აწარმოებს, ხოლო ყაზახეთი უფრო მძიმე ხარისხის გოგირდის მაღალი შემცველობის ნავთობს.
მყიდველებისთვის მოთხოვნილი ნავთობის ხარისხის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ყაზახური ნავთობის ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ძირითად მილსადენში, აზერბაიჯანულთან შერევა, დამატებით სამუშაოებს და სირთულეებს უკავშირდება, რადგანაც ზოგიერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მსუბუქი, ზოგს კი მძიმე ნავთობი ესაჭიროება.
ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებდა ყაზახური ნავთობის ტრანზიტს როგორც ყაზახეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის, რადგან შესაძლებელი იქნებოდა ორი დამოუკიდებელი განმხოლოებული მილსადენით ევროპულ ბაზრებზე ექსპორტირება.
ყაზახური ნავთობის ბაქო – სუფსის მილსადენში დამოუკიდებელი ტრანზიტი ხელს შეუწყობს ხარისხის განსხვავებების პრობლემის მოგვარებას.
ამავდროულად, არსებობს მომგებიანობის საკითხი, კერძოდ ბაქო – სუფსის გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონას შეადგენს, იმისათვის რომ აზერბაიჯანისათვის და ყაზახეთისათვის მომგებიანი იყოს მილსადენის გამოყენება აუცილებია გამტარუნარიანობის ზღვარზე ნავთობის მოცულობის მიწოდება.
როგორც ყაზახეთ – აზერბაიჯანისათვის, ასევე საქართველოსთვისაც, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება, მათ ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
აზერბაიჯანი მხოლოდ გრძელვადიანი, ნავთობით გარანტირებული 10 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, გამოთქვამს მზადყოფნას დაუთმოს სრულად ყაზახეთს ბაქო – სუფსის ნავთობსადენი.
იმისათვის რომ, ყაზახეთმა ევროპელ კლიენტებთან ყაზახური ნავთობის დიდი მოცულობის შესაძენად ბაქო – სუფსის ნავთობსადენით კონტრაქტები გააფორმოს, აუცილებელია ნოვოროსიისკის გავლით კასპიის მილსადენის კონსორციუმთან დადებული კონტრაქტების ნაწილის ჩასხნა, რაც უდაოდ სირთულეს წარმოადგენს.
მიუხედავად იურუდიული სირთულეებისა, ყაზახეთისათვის აშკარაა ბაქო-სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის და ევროპულ ბაზრებზე მიწოდების დიდი პერსპექტივები.
თავის მხრივ, ევროპელი კლიენტებისათვის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისათვის, ყაზახეთი მზად არ არის, რადგანაც კასპიის ზღვაზე ნავთობის გადაზიდვებისათვის, აუცილებელია დამატებითი სატანკერო ფლოტი, რომლის დამზადებას მინიმუმ 5 წელი ესაჭიროება.
2022 წელს კაზმუნაიგაზმა და SOCAR მა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მარშრუტით, წელიწადში 1.5 მლნ ტონის მოცულობის და შემდგომში 5 მლნ ტონამდე ნავთობის ზრდის შესაძლებლობით ტრანზიტის შესახებ ხუთ წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მიუხედავად ამისა, ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია, არსებობს რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალ გადატვირთვის პროცესს.
აზერბაიჯანის გავლით ყაზახეთის ტრანზიტის გასაზრდელად, აუცილებელია კაპიტალური ინვესტიციები, რაც აზერბაიჯანის მხარეს სანგაჩალის ტერმინალზე დამაკავშირებელი მილსადენების გამტარუნარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაზე ყაზახური სატანკერო ფლოტის დამატებას ითვალისწინებს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას კასპიის ზღვის ბუნებრივი დონისვარდნა წარმოადგენს, რითაც მცირდება სატანკერო ფლოტის ტვირთამწეობა და გამტარუნარიანობა, ეს ყოველივე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის დამატებით ფინანსურ სახსრებს მოითხოვს.
კასპიის ზღვაზე ტრანსკასპიურ მონაკვეთს, ნავმისადგომთან არასაკმარისი სიღრმეების გამო, მცირე ზომის Caspian max ტიპის ტანკერები ემსახურება, რომელთა დედვეიტი 12 400 ტონაა.
ბაქო – სუფსის მილსადენის გადატვირთვა მოითხოვს სატარიფო პოლიტიკის ხელახალგადახედვას და შეთანხმებას, რადგანაც ბაქო – სუფსის მილსადენში აზერბაიჯანულის ნაცვლად ყაზახური ნავთობის ჩანაცვლების პირობებში, ტარიფი უნდა შეთანხმდეს მის მფლობელ – BP სთან და აზერი – ჩირაგი – გუნეშლის საბადოს აქციონერებთან.
სატარიფო პოლიტიკის შეთანხმება აქციონერებთან, რომლებმაც თავის დროზე მილსადენის მშენებლობაში კაპიტალური ინვესტიციები განახორციელეს გარკვეულ დროს მოითხოვს და ყაზახეთის მხრიდან ნავთობის გარანტირებულ მიწიდებას ითვალისწინებს.
ახალი სატარიფო ხელშეკრულება საქართველოსთანაც იქნება გასაფრომებელი, რადგანაც 1996 წელს ბაქო – სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ საქართველოსთან დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმება, მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა.
რადგანაც მილსადენი ამოქმედდება სპეციალურად ყაზახური ნავთობისთვის, ანუ მილსადენში გაივლის სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ყაზახეთის ნავთობი, საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, აუცილებელი იქნება ახალ ტარიფზე შეთანხმება.
დასკვნის სახით – ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება, მიუხედვად საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ტექნიკური გამართულობისა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის დამატებითი ტექნიკური და იურიდიული ასპექტების გადაწყვეტას მოითხოვს“, – წერია TCRC-ს მიმოხილვაში.
