ევროპულმა საქართველომ არასამთავრობოებისა და კონკურენტი პარტიების კვლევა გამოაქვეყნა

ევროპულმა საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. პარტიაში აღნიშნაენ, რომ მათ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, შინაარსობრივი ალოკაციით, შემდეგია:
· ქართული ოცნება – 34.4%
· ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 16.9%
· ახალი – 12.4%
· ლელო – 8.0%
· გახარია საქართველოსთვის – 6.9%
· გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა – 5.1%
· ევროპული საქართველო – 4.4%
· ხალხისთვის – 2.3%
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
· გირჩი – 1.9%
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.8%
· მოქალაქეები – 1.6%
· საქართველოს კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 0.9%
· ხალხის ძალა – 0.8%
· სხვა პარტია – 0.3%
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.4%-ით მეტ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
კვლევის მიხედვით, სამი ოპოზიციური ცენტრის არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციის ჯამური შედეგი 3.2%-ით მეტია, ვიდრე ერთიანი სიის შემთხვევაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის ნედლი შედეგებით, მოსახლეობის 21.2%-ს კითხვაზე “რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას?” პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევის თანახმად, თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგით 28.9% ქართულ ოცნებას, ხოლო 11.2% ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის გაერთიანებას მიენიჭა. გამოკითხულთა 18.6%-ს ასევე უჭირს კითხვაზე “რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას?” პასუხის გაცემა, ხოლო 6.0% აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა ხმას.
· მოლაპარაკებებზე პარტიებისგან დუმილი და ზოგადი სატელევიზიო განცხადებები გვესმის
ს თქმით, კვლევის გამოქვეყნებამდე ევროპულ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია მხოლოდ საწყის ეტაპზე ჰქონდათ. თუმცა, ამის შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.