ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ მ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას. ასევე აღნიშნულია სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობა უკრაინაში მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს