ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.
“ევროპული საბჭო მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას, წამოიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან.” – წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
აქამდე ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.
17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
მას შემდეგ, რაც სომხეთსა და მის მრავალწლიან მოკავშირე რუსეთს შორის ყარაბაღის მეორე ომის გამო ურთიერთობა გაუარესდა, პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ დასავლური კურსი აირჩია. მას შემდეგ ერევანი ბრიუსელთან და ვაშინგტონთან უფრო და უფრო მეტად ახლოვდება.
სომხეთში გასულ დღეებში ჩატარდა აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024.