ისლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია PLAY Airlines-მა გაკოტრება გამოაცხადა და ოპერირება სრულად შეწყვიტა.
გადამზიდავის ყველა რეისი უკვე გაუქმებულია. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი რეისებს ლიეტუვიდან, დანიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან ასრულებდა.
მენეჯმენტის თქმით, გადაწყვეტილება რიგ პრობლემებს უკავშირდება: მუშაობის შედეგები დიდი ხნის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა, ბილეთების გაყიდვები შემცირდა და კომპანიაში უთანხმოება წარმოიშვა.
კომპანიამ აღიარა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დანერგილი ახალი ბიზნეს მოდელი, რომელმაც მოკლევადიანი ოპტიმიზმი გააჩინა, ვერ ახერხებდა ღრმად ფესვგადგმული პრობლემების მოგვარებას.
PLAY Airlines-მა ბოდიში მოუხადა მგზავრებსა და პარტნიორებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ღონე იხმარა ოპერაციების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად.
