ევროპულმა გაზის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა რუსული გაზის ჩანაცვლება

მას შემდეგ, რაც მ შეაჩერა გაზის ტრანზიტი დან ევროპაში, გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში უზრუნველყოფილ იქნა ალტერნატიული მარშრუტებით, გერმანიისა და იტალიის გავლით, და ასევე, აირის საცავების გამოყენებით. საკითხი განიხილეს ევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე, რომელიც 2 იანვარს გაიმართა, – იუწყება “ევროპეისკაია პრავდა” ევროკომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2025 წელს გაზის მიწოდების პრობლემური არ იქნება.

ევროპულმა გაზის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა რუსული გაზის ჩანაცვლება, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდებოდა, გერმანიისა და იტალიის გაზსადენებით, ასევე ევროპული გაზის საცავებით, იტყობინება ევროკომისია.

„გაზმომარაგება უზრუნველყოფილი იყო ალტერნატიული მარშრუტებით (გერმანია, იტალია) და საცავებიდან გაზის გაყვანის გზით. ევროპაში გაზის ინფრასტრუქტურა არის მოქნილი და აქვს უნარი მიიღოს არარუსული წარმოშობის გაზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოებისა და კოორდინაციის წყალობით, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ არ არსებობს არანაირი საშიშროება მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ევროპის კომისიის ოფიციალური პირები.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას