ევროპულმა ბანკებმა შარშან რუსეთს 4-ჯერ უფრო მეტი გადასახადი გადაუხადეს, ვიდრე ომამდე

2023 წლის შედეგებით, ევროპულმა ბანკებმა, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, ს ბიუჯეტში გადასახადების სახით 800 მილიონი ევრო გადაიხადეს. გაზეთ Financial Times-ის შეფასებით, ეს ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ გადახდილ თანხაზე ოთხჯერ მეტია.
აქტივების მიხედვით, რუსეთში მოქმედი შვიდი უმსხვილესი ევროპული ბანკის (Raiffeisen Bank International-ი, UniCredit-ი, ING, Commerzbank-ი, Deutsche Bank-ი, Intesa Sanpaolo და OTP) კომბინირებული მოგება 2023 წლისთვის სამ მილიარდ დოლარზე მეტი იყო, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
მათგან ყველაზე მეტი, 464 მილიონი ევრო, რუსეთის ბიუჯეტში შარშან Raiffeisen Bank-მა გადაიხადა.
როგორც გაზეთი FT წერს, ევროპული ბანკების მიერ გადახდილი გადასახადები 2024 წლის რუსეთის ბიუჯეტის ყველა მოსალოდნელი არაენერგეტიკული შემოსავლის დაახლოებით 0.4%-ს უდრის. გამოცემა ამას უწოდებს მაგალითს იმისა, თუ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, როგორ ეხმარებიან უცხოური კომპანიები კრემლს ომის პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ევროპული ბანკების მოგების ზრდა ნაწილობრივ აიხსნება იმ სახსრებით, რომლებიც მათ ომის დაწყების შემდეგ კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ გააქვთ რუსეთიდან. “ჩვენ ვერაფერს ვუხერხებთ რუსულ დეპოზიტებს, გარდა იმისა, რომ ისინი [რუსეთის] ცენტრალურ ბანკში შევინარჩუნოთ. ამიტომ, საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად ჩვენი მოგებაც გაიზარდა”, – ციტირებს გაზეთი რუსეთში ფილიალის მქონე ერთ-ერთი ევროპული ბანკის ანონიმ ხელმძღვანელს.
კვლევის მეთოდოლოგიის გამო, FT-ის გათვლები არ მოიცავდა ამერიკულ ბანკებს, Citigroup-სა და JPMorgan-ს, რომლებმაც 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტში თითქმის 60 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
დაწერეთ კომენტარი