“ევროპული სოლიდარობის” ვიზიტი – მაკრონი გრენლანდიას ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი გრენლანდიაში 15 ივნისს ჩავიდა. გახდა პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც რეგიონი მოინახულა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუნძულის მიმართ ინტერესი გამოთქვა.
გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ იენს-ფრედერიკ ნილსენმა მიიღეს. ვიზიტი სიმბოლურად გამოხატავდა „ევროპულ სოლიდარობას“ გრენლანდიის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად – კუნძულს სტრატეგიული მდებარეობა აქვს არქტიკაში და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.
მაკრონმა ასევე პირდაპირ გააკეთა კომენტარი ტრამპის იდეაზე გრენლანდიის აშშ-ში შესაძლო შესვლის შესახებ და მას მიუღებელი უწოდა.
„მოკავშირეები ასე არ იქცევიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ვიზიტი ევროპული ერთობის თვალსაჩინო მაგალითად მოიხსენია.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ გრენლანდია გარკვეული ფორმით აშშ-ის კონტროლქვეშ აღმოჩენილიყო ან პირდაპირ შესულიყო მის შემადგენლობაში. დანიის ხელისუფლება და გრენლანდიის პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ამ იდეას უარყოფენ. ტრამპი ამ პოზიციას აშშ-ის ეროვნული ინტერესებით ხსნის, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში.

იენს-ფრედერიკ ნილსენი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მარტის ბოლოს გახდა. ამის შემდეგ მან კუნძულის მოსახლეობას მოუწოდა გაერთიანდნენ გარე ზეწოლის წინააღმდეგ. ნილსენი გრენლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერია და არაერთხელ უთქვამს, რომ კუნძულს აქვს საკმარისი რესურსი საკუთარი ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარებისათვის.
ფორუმი