ევროპული სნექების რეიტინგში ხაჭაპური და გოზინაყი მოხვდა – TasteAtlas

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas-მა, 16 000-ზე მეტ მომხმარებელი გამოჰკითხა და 100 საუკეთესო ევროპული ხემსის დაასახელა.
რეიტინგში მე-3 ადგილზე ხაჭაპური, 53-ზე – გოზინაყი მოხვდა.
გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია და რომ ამ ყველიანი პურის მრავალი ვარიაცია არსებობს.
რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა კეპტა დუონამ დაიკავა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ქუთაბი. 91-ზეა უკრაინული ბუბლიკი, 35-ზე რუსული პიროჟკი.