ევროპული საქართველოს პრაიმერიზზე რეგისტრაციის ვადა დღეს, 15 ივლისს იწურება

ევროპული საქართველოს პრაიმერიზზე რეგისტრაციის ვადა დღეს, 15 ივლისს, ღამის 00:00 საათზე იწურება. დელეგატებმა არჩევანი პარტიის ორ საპარლამენტო სიას შორის უნდა გააკეთონ.
პრაიმერიზი 28 ივლისს გაიმართება. რეგისტრირებულ დელეგატებს ხმის მიცემა შეეძლებათ საარჩევნო უბნებზე, რომელთა გეოგრაფიაც 20 ივლისისთვის გამოცხადდება.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა აქტიურ მხარდამჭერს, გამოიყენოს ეს ერთი დღე და დარეგისტრირდეს, რომ თავად მიიღოს მონაწილეობა ამ პარტიის მომავლის და უშუალოდ საპარლამენტო სიის შედგენაში.
“მთავარი საკითხი, რატომ უნდა იყოს პრაიმერიზი, არის ჩვენთან არსებული მანკიერი ტრადიცია – ერთი მხრივ, ბელადების მიერ იმწამიერი სურვილის მიხედვით ჩამოყალიბებისა, ვინ იქნება პარლამენტში-ვინ არ იქნება, და მეორე მხრივ, კიდევ უფრო უარესი – დონორების და ოლიგარქების, ოლიგარქობის მსურველების მხრიდან კარნახი არამარტო შემადგენლობის, არამედ, მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილებისა. ორივე პრობლემა არის მოქალაქეების ნდობის დანგრევა პოლიტიკური პროცესის მიმართ, ანგარიშვალდებულებისა და ურთიერთგაწონასწორებისა, რაც აუცილებელია თავისუფალ დემოკრატიულ რესპუბლიკაში” – ამბობს ბოკერია.
მას შემდეგ, რაც პრაიმერიზი ჩატარდება, ორ სიას შორის კონკურენციის შედეგები პროპორციულად შეჯერდება. კერძოდ, გიგა ბოკერიას განმარტებით, დაითვლება ხმების რაოდენობა და “სიების შეჯერება ერთმანეთთან მოხდება იმ პროპორციით, რა პროპორციაც დაჯდება შედეგებში”.
“ანუ ეს არ იქნება ვითარება, როცა გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს. ვთქვათ, ერთერთმა სიამ მიიღო ორი ხმით მეტი და ამიტომ, ის სია კი არ წარდგება, არამედ იმ წონით შეჯერდება შედეგები ამ ორ სიას შორის, როგორიც იქნება პროპორცია ამ სიების მხარდაჭერისა ჩვენი დელეგატების მხრიდან” – ამბობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თავად მეორე გუნდს უჭერს მხარს, სადაც პირველი ნომერი არა თავად, არამედ ა.
“არა იმიტომ, რომ პირველი გუნდი არ ვარგა, პირიქით, ორივე გუნდი მირჩევნია ყველა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს ორჯერ და უფრო მეტად, მაგრამ მგონია, რომ მეორე გუნდში არსებული შემადგენლობა, განსაკუთრებით წამყვანი ანუ ათეული და ცოტა მეტიც, კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე პირველი გუნდის. ჩემი დასაწერი რომ ყოფილიყო, მე არ მიმიღია მონაწილეპბა არცერთი სიის აქტიურად შედგენაში, დავამატებდი 1-2 ადამიანს პირველი სიიდან, მაგრამ როგორც დღეს არის, ამ ვითარებაში მეორე სია უფრო სიმპათიურად გამოიყურება.
ასე რომ ჩემი ხმა რომ წყვეტდეს და შეიძლება, გადაწყვიტოს კიდეც, მე მხარს დავუჭერდი იმ სიას, სადაც ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი არის პირველი ნომერი” – ამბობს ბოკერია.
საინიციატივო ჯგუფებმა ევროპული საქართველოს შიდაპარტიულ პრაიმერიზში ორი კონკურენტი საპარლამენტო სია გასული წლის 30 დეკემბერს წარადგინეს, საარჩევნო სია, რომლითაც პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავა, სწორედ პრაიმერიზში მონაწილე ორივე სიით დაკომპლექტდება, მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.
პრაიმერიზის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ევროპული საქართველოს ახალი პოლიტსაბჭოც.
წარდგენილი ორი სიიდან პირველის ინიციატორები პარტიის გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი არიან, მეორესი კი –ევროპული საქართველოს კამპანიის მენეჯერები ვასილ მათითაიშვილი და ცოტნე პატარაია, ასევე თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.
სია N1
1. გიგა ბოკერია
2. გიგი წერეთელი
3. თამარ ჩერგოლეიშვილი
4. აკაკი ბობოხიძე
5. გიორგი ნონიაშვილი
6. ლელა ქებურია
7. ბესო დონაძე
8. თენგო კირთაძე
9. მარიამ ენუქიძე
10. ვახო კალოიანი
11. ტარიელ ლონდარიძე
12. ელისო ფაჩუაშვილი
13. ამირან ძოწენიძე
14. აჰმედ იმამკულიევი
15. სოფიო სიუკაევა
16. კობა ზაქარეიშვილი
17. ჰარუთიუნ ალექსანიანი
18. მარიკა ჯიჯიეშვილი
19. დავით გოგისვანიძე
20. ზურაბ სადათიერაშვილი
21. თეა კოტუა
22. მიხეილ გოგოტიშვილი
23. თორნიკე დიასამიძე
24. ეთერ ჯალაღანია
25. შოთა მათითაიშვილი
26. თორნიკე
27. თამარ სუპატაშვილი
28. დიმიტრი კუტუბიძე
29. შორენა გარდაფხაძე
სია N2
1. თამარ ჩერგოლეიშვილი
2. გიგა ბოკერია 3. ვახო კალოიანი
4. ლიკა გახარია
5. გიორგი ნონიაშვილი
6. შალვა ჯავახია
7. თენგო კირთაძე
8. ელისო ფაჩუაშვილი
9. მარიკა ჯიჯიეშვილი
10. გიორგი სიხარულიძე
11. ბესო დონაძე
12. ტარიელ ლონდარიძე
13. ნინო თოდრია
14. აჰმედ იმამკულიევი
15. მართა ქარდავა
16. მარიამ ენუქიძე
17. ლელა ქებურია
18. მამუკა ჭოხონელიძე
19. ამირან ძოწენიძე
20. ლექსო ბერიანიძე
21. ვახტანგ დარსმელიძე
22. ვასილ მათითაიშვილი
23. დიმიტრი კუტუბიძე
24. ცოტნე პატარაია
25. თამარ სუპატაშვილი
26. თორნიკე კობახიძე