მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ მალტას „ოქროს პასპორტის“ პროგრამის გაუქმება დაავალა.
ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უკანასკნელი მსგავსი პროგრამა, რომელიც მდიდარ ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ევროკავშირის მოქალაქეობა შეეძინათ.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მალტამ პროგრამა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის შეაჩერა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა მალტის მთავრობას მოუწოდა გადაწყვეტილების შესრულებისაკენ და დასძინა, რომ ევროკავშირის მოქალაქეობა არ იყიდება.
მალტის მთავრობაში განაცხადეს, რომ სწავლობენ საკითხის იურიდიულ მხარეს, რათა კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში მოიყვანონ.
euronews georgia
